 |
ქართული საფიხვნო
|
| წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა |
| ავტორი |
შეტყობინება |
Alecoder
გაწევრიანდა: 21 აპრ 2009 წერილი: 26 ადგილმდ.: Georgia, Tbilisi
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 7:34 წერილის სათაური: მესაჭიროება რეკომენდაცია |
|
|
მოგესალმებით, მოკლედ ასე და ამგვარად გადავწყვიტე დავეუფლო ჯავას,
ამჟამად PHP - ზე ვწერ, მჭირდება რუსულენოვანი სახელმძღვანელო დამწყები ჯავისტებისთვის რო ჩაუჯდე ხოლმე და ნელ-ნელა ვისწავლო, ამიტომაც მოგაკითხეთ აქ იქნება რომელიმე წიგნზე გამიწიოთ რეკომენდაცია ?
ხო წიგნთან ერთად გამოცდილი ჯავისტების ზოგადი რეკომენდაციებიც არ მაწყენდა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
jordano გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002 წერილი: 22393 ადგილმდ.: თბილისი, საქართველო
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 7:47 წერილის სათაური: |
|
|
ჯავას რუსულენოვანი წიგნების უმრავლესობა შეგიძლია გადაყარო მაგას ჯობია ინგლისური ისწავლო ისეთ დონეზე რომ ტექნიკური ტექსტის გარჩევა შეგეძლოს. რაც მე მინახავს რუსული წიგნები, თითქმის ყველა მარაზმია. თარგმანებს არ ვგულისხმობ, ცხადია.
ქართულენოვანები არ გინდა?
http://education.mikheil.com დაათვალიერე. საჭირო რამეებს იპოვი. სექციაში "სწავლება თსუ-ში" პრეზენტაციებიც მაქვს. _________________ Waiting for the revolution... |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Alecoder
გაწევრიანდა: 21 აპრ 2009 წერილი: 26 ადგილმდ.: Georgia, Tbilisi
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 8:16 წერილის სათაური: |
|
|
რა ცუდია, მაშ ადამიანმა თუ ინგლისური არ იცის ვერაფერი ვერ უნდა ისწავლოს ?
თსუ - ში ლექციები თქვენ მიგყავთ ხო ? |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
jordano გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002 წერილი: 22393 ადგილმდ.: თბილისი, საქართველო
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 8:56 წერილის სათაური: |
|
|
| Alecoder წერდა: |
რა ცუდია, მაშ ადამიანმა თუ ინგლისური არ იცის ვერაფერი ვერ უნდა ისწავლოს ?  |
რას ვიზამთ, ასეთი დრო მოვიდა. ლიტერატურის დიდი ნაწილი ამ სფეროში რუსულადაც კი არ ითარგმნება. ქართულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მით უმეტეს, რომ პროგრამირება დღევანდელ პირობებში (გლობალიზაცია და ა.შ.) თავისთავად გულისხმობს კომუნიკაციას სხვა ქვეყანაში მყოფ ტიპებთან. რამეს რომ ვერ გააკეთებს კაცი, რა უნდა ქნას? უნდა აიღოს გუგლი და მოძებნოს ფორუმებში, მეილინგ ლისტებში. თუ ვერ იპოვის, კითხვა დასვას. აქ კი ინგლისურის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
”საყველპურო” ინგლისური ყოფნის მაგ საქმეს. კითხვა უნდა იცოდე და წერა ძალიან სამარცხვინო გრამატიკული შეცდომების გარეშე. მაინცდამაინც შექსპირის ენით მეტყველება არაა აუცილებელი. გრამატიკას მანდ არავინ ამოწმებს, მთავარია აზრის გამოტანა შეიძლებოდეს ნაწერიდან.
| Alecoder წერდა: |
| თსუ - ში ლექციები თქვენ მიგყავთ ხო ? |
კი. _________________ Waiting for the revolution... |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Alecoder
გაწევრიანდა: 21 აპრ 2009 წერილი: 26 ადგილმდ.: Georgia, Tbilisi
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 9:13 წერილის სათაური: |
|
|
| როგორ შეილება მოვხდე თქვენ ლექციებზე, რა ჯდება და რა განრიგი გაქვთ ? |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
jordano გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002 წერილი: 22393 ადგილმდ.: თბილისი, საქართველო
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 9:38 წერილის სათაური: |
|
|
| Alecoder წერდა: |
| როგორ შეილება მოვხდე თქვენ ლექციებზე, რა ჯდება და რა განრიგი გაქვთ ? |
ჩემი ლექცია (ლექცია რასაც ქვია, და არა ლაბორატორიული და სემინარი. იქ დასწრება არ შეიძლება) დასწრების თვალსაზრისით არის თავისუფალი და უფასო. მთავარია, დამსწრემ არ იხმაუროს.
ლექცია არის შაბათს, 14:00, მაღლივ კორპუსში, 902-ე აუდიტორიაში. გრძელდება 45 წუთის განმავლობაში. ეს არის ზუსტად Java-ს შესავალი კურსი. ე.წ. ”ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 2”.
აუდიტორია დიდი არაა ამიტომ ბევრ მსურველს ვერ დაიტევს. 1-2 კაცი შეიძლება.
მაგრამ ერთი პრობლემაა: ამ შაბათს რომ ლექცია მექნება, მერე 2 კვირა არ ვიქნები - ცოლს ვირთავ და საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ. შესაბამისად, ვიღაცას უნდა გადავაბარო ან რამე სხვა უნდა მოვიფიქრო. თან უკვე შორს ვარ წასული...
ნებისმიერ შემთხვევაში, "სწავლება თსუ"-ში რომ არის სექცია, იქ დევს ის პრეზენტაციები, რომლებსაც ლექციებისთვის ვიყენებ. შესაბამისად, გადმოწერა და დამოუკიდებლად ნახვა შეიძლება. შეკითხვები თუ იქნება რამე, აქ ჩემს გარდა სხვებიც არიან Java-ს კარგი მცოდნეები და ვინმე გასცემს პასუხს.
თუ არადა ახალ სასწავლო წელს ისევ იქნება ეს საგანი და... _________________ Waiting for the revolution... |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Alecoder
გაწევრიანდა: 21 აპრ 2009 წერილი: 26 ადგილმდ.: Georgia, Tbilisi
|
გამოგზავნილია: სამ აპრ 21, 2009 10:03 წერილის სათაური: |
|
|
კარგი, ბედნიერებას და კარგ მოგზაურობას გისურვებ
ჯობია საკუთარი ძალებით მივყვე თუ რამეა აქ აუცილებლად ვიკითხავ ხოლმე, მადლობა  |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
javas_qvisli
გაწევრიანდა: 17 ივნ 2009 წერილი: 10 ადგილმდ.: tbilisi
|
გამოგზავნილია: ოთხ ივნ 17, 2009 20:56 წერილის სათაური: |
|
|
| jordano წერდა: |
ჯავას რუსულენოვანი წიგნების უმრავლესობა შეგიძლია გადაყარო მაგას ჯობია ინგლისური ისწავლო ისეთ დონეზე რომ ტექნიკური ტექსტის გარჩევა შეგეძლოს. რაც მე მინახავს რუსული წიგნები, თითქმის ყველა მარაზმია. თარგმანებს არ ვგულისხმობ, ცხადია.
ქართულენოვანები არ გინდა?
http://education.mikheil.com დაათვალიერე. საჭირო რამეებს იპოვი. სექციაში "სწავლება თსუ-ში" პრეზენტაციებიც მაქვს. |
მაგარი მასტი ხარ შენ რუსულ ლიტერატურას აბანძებ და შენსას აქებ _________________ --------------------- |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
jordano გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002 წერილი: 22393 ადგილმდ.: თბილისი, საქართველო
|
გამოგზავნილია: ოთხ ივნ 17, 2009 22:56 წერილის სათაური: |
|
|
| javas_qvisli წერდა: |
| jordano წერდა: |
ჯავას რუსულენოვანი წიგნების უმრავლესობა შეგიძლია გადაყარო მაგას ჯობია ინგლისური ისწავლო ისეთ დონეზე რომ ტექნიკური ტექსტის გარჩევა შეგეძლოს. რაც მე მინახავს რუსული წიგნები, თითქმის ყველა მარაზმია. თარგმანებს არ ვგულისხმობ, ცხადია.
ქართულენოვანები არ გინდა?
http://education.mikheil.com დაათვალიერე. საჭირო რამეებს იპოვი. სექციაში "სწავლება თსუ-ში" პრეზენტაციებიც მაქვს. |
მაგარი მასტი ხარ შენ რუსულ ლიტერატურას აბანძებ და შენსას აქებ |
და "მაგას ჯობია ინგლისური ისწავლო ისეთ დონეზე რომ ტექნიკური ტექსტის გარჩევა შეგეძლოს" საკუთარი წიგნების ქებაა, პატივცემულო?
დიახაც მარაზმია რუსული წიგნები. რაც მე მინახავს (და ბევრი მინახავს) იკითხავ, იკითხავ და ბოლოს დაწერ აპლეტს. და ვის რად უნდა აპლეტები? _________________ Waiting for the revolution... |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Alecoder
გაწევრიანდა: 21 აპრ 2009 წერილი: 26 ადგილმდ.: Georgia, Tbilisi
|
გამოგზავნილია: პარ იან 22, 2010 15:48 წერილის სათაური: welcome back |
|
|
მაში ასე, მოგესალმებით კიდევ ჩემს სტარიკ თემაში. სამწუხაროა მაგრამ ძალიან ბევრი ჩავარდნები მქონდა რის გამოც ვერ ვახერხებდი პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის გადატანას. საბედნიეროდ, ჩადგა მეტნაკლებად ყველაფერი წესრიგში და ახალი ძალებითა და შემართებით ძველი დანაკლისების ძიებაში ვარ.
მდგომარეობა რეალურად ასეთია. შევიძინე წიგნი:
კითხვაც დავიწყე. ეს ნათარგმნი წიგნია ინგლისურიდან. რეალურად საკმაოდ ნორმალური წიგნია. ნუ არის ერთი ორი დეტალი რომელიც არ მომეწონა თუმცა ეს არაფერია. მაშ ასე კითხვების მჭიდი მზად მაქვს და ნელ-ნელა მოვაყრი.
სწავლება ისევ მიმდინარეობს თსუ - ში ? |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
|
|
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
|
Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group
|