 |
ქართული საფიხვნო
|
| წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა |
| ავტორი |
შეტყობინება |
Alex
გაწევრიანდა: 14 ივლ 2003 წერილი: 235 ადგილმდ.: NEDERLAND
|
გამოგზავნილია: ოთხ ივლ 23, 2003 23:31 წერილის სათაური: '' საქართველოს პირველი პრობლემა-... '' |
|
|
მოცემული თემა წარმოადგენს, ამავე განყოფილებაში სათაურით '' ბასტილიის აღება 2003-ახალი ეტაპის დასაწყისი '' გამოქვეყნებული თემის ლოგიკური გაგრძელება. დიდი თხოვნა იქნება თავდაპირველად გავეცნოთ, შესაბამისი თემის მესამე და მეოთხე გვერძე მოთავსებულ წერილებს.
კოკროჭას თხოვნამ, გამემხნევებინა და რაიმე სანუგეშო მეთქვა, ძალიან ჩამაფიქრა. ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო, ჩემი აზრით საქართველოს პირველ პრობლემაზე - ქართველზე. ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ ზოგიერთი ჩვენი მეგობრებიც. აქედან გამომდინარე, როგორც ქართველი და ''თავისუფალი'' პიროვნება, თავს უფლებას ვაძლევ, რომ განვაცხადო შემდეგი:
1) ჩემი ღრმა დაკვირვებები, ფაქტების ანალიზი, პირადად მოვლენებში მონაწილეობა, საქართველოში შექმნილი დღევანდელი სიტუაცია, რომელიც არის ლოგიკური გაგრძელება, ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში მიმდინარე ანტი-ქართული პოლიტიკისა. მაძლევს საშუალებას, რომ განვაცხადო: ქართული ერი მძიმედ ავადაა.
2) 13 წლის განმავლობაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, თუ პარტიამ, ან საზ. ორგანიზაციამ. არ დააყენა საქართველოს ინტერესები, პირად ინტერესებზე მაღლა. ამის გამო არ არსებობდა და არც არსებობს არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, თუ ფიგურა, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის ერის წინაშე. ასევე ვერ ვხედავ ძალის, რომელსაც მივანდობ საქართველოს მომავალს.
3) პირველად საკუთარ თავს, ხოლო მერე ყველა ქართველს მოვუწოდებ - კრიტიკულად მივუდგეთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ, რომ არ ვიმსახურებთ ჩვენი შთამომავლობის პატივის ცემას.
4) შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა ყველამ დაივიწყოს პირადი წყენა, ძველი ''ცოდვების'' გახსენება, ერთი-მეორის დადანაშაულება. - დამნაშავე ვართ ყველა ! -
5) ერთმანეთის სიძულვილი, უნდობლობა, გაუტანლობა, ტყუილი და სხვა... საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ ავადმყოფობის დიაგნოზი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს.
6) ქართული ერის მდიდარი : ისტორიული, კულტურული, ეთნიკური საფუძვლები, საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ სწორი დიაგნოზის შენთხვევაში, სრულიად საქართველოს ძალუძს ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან.
7) მე ვარ სრულიად საქართველო, შენ ხარ სრულიად საქართველო. ის არის სრულიად საქართველო. ჩვენ ვართ სრულიად საქართველო !
'' ღმერთი არს ჩვენთან ''
გესმით, ალბათ თემა რთული, მტკივნეული, მაგრამ აქტუალურია. თხოვნა იქნება დისკუსიაში მონაწილეთა მიმართ: გავითვალისწინოთ, რომ სამშობლო ყველას გვიყვარს და არავინ არ წარმოადგენს ვინმეზე მეტ ან ნაკლებ ქართველს. ასევე თხოვნაა, აქცენტი გაკეთდეს არა რომელიმე კერძო პიროვნებაზე, არამედ - იმ ძალაზე, აზრზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ასევე მოვერიდოთ ''იარლიკების'' დაკიდებას. ( კომუნისტი, ზვიადისტი და სხვა...)
ზემოთ მოყვანილი შვიდი პუნქტის რ-ბა შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება შემცირდეს, ან გადაკეთდეს. ამისათვის საჭიროა მტკიცე ფაქტები, არგუმენტები, ლოგიკური მსჯელობა. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
კოკროჭა
გაწევრიანდა: 14 ნოე 2002 წერილი: 1220 ადგილმდ.: თბილისი
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 11:47 წერილის სათაური: Re: '' საქართველოს პირველი პრობლემა-... '' |
|
|
| Alex წერდა: |
თავს უფლებას ვაძლევ, რომ განვაცხადო შემდეგი:
1) ჩემი ღრმა დაკვირვებები, ფაქტების ანალიზი, პირადად მოვლენებში მონაწილეობა, საქართველოში შექმნილი დღევანდელი სიტუაცია, რომელიც არის ლოგიკური გაგრძელება, ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში მიმდინარე ანტი-ქართული პოლიტიკისა. მაძლევს საშუალებას, რომ განვაცხადო: ქართული ერი მძიმედ ავადაა.
. |
ეგრეა, საკითხავია ფეხები ხომ არ გვაქვს უკვე გაფშეკილი?!
| Alex წერდა: |
2) 13 წლის განმავლობაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, თუ პარტიამ, ან საზ. ორგანიზაციამ. არ დააყენა საქართველოს ინტერესები, პირად ინტერესებზე მაღლა. ამის გამო არ არსებობდა და არც არსებობს არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, თუ ფიგურა, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის ერის წინაშე. ასევე ვერ ვხედავ ძალის, რომელსაც მივანდობ საქართველოს მომავალს.
. |
მართალი ხარ ალექს მართალი. როდესაც სახელმწიფო მოხელეებში პირადი ინტერესები დომინირებენ, მაშინ არანაირი ხეირი არ იქნება მათგან. ამ გზით გადაწყვიტეს მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა, სხვისი დაბეჩავება, ძალის დემონსტრირება, მოკლედ თავიანთი ბინძური ხურუშების გასწორება.
| Alex წერდა: |
3) პირველად საკუთარ თავს, ხოლო მერე ყველა ქართველს მოვუწოდებ - კრიტიკულად მივუდგეთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ, რომ არ ვიმსახურებთ ჩვენი შთამომავლობის პატივის ცემას.
. |
მდაა, ალექს აქაც მართალი ხარ, ჭეშმარიტებაა საკუთარ თავს კრიტიკულად მივუდგეთ, ნაკლოვანებები ვეძიოთ და აღმოვფხვრათ.
ძნელია, გვინდა ყველაფერი მამებს გადავაბრალოთ, მაგრამ ესეც ხომ შანსია დღეს ჩვენთვის, ა ბურთი და ა მოედანი. ვივარგებთ, დავატყობთ ჩვენს ნახელავს, ვერ ვივარგებთ და
შთამომავლობაც შესაბამის იარლიყს მოგვარტყამს.
| Alex წერდა: |
4) შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა ყველამ დაივიწყოს პირადი წყენა, ძველი ''ცოდვების'' გახსენება, ერთი-მეორის დადანაშაულება. - დამნაშავე ვართ ყველა ! -
. |
ძნელია ალექს ძალიან ძნელი, მაგრამ რამდენადაც წმინდაა საქართველოს გადარჩენის იდეა, იმდენად კაცთმოყვრული იქნებოდა ეგ ნაბიჯი. მაგრამ აქ ერთი მაგრამ , რა დარწმუნებულები ვართ ალექს რომ, შენდობის შემდეგ, ბატკნის სამოსში გადაცმულები კიდევ არ მოინდომებენ ხალხის გაცუცურაკებას და ამ ჭეშმარიტი საქმის ჩაფლავებას, რა ზომები უნდა მივიღოთ ამისათვის?
| Alex წერდა: |
5) ერთმანეთის სიძულვილი, უნდობლობა, გაუტანლობა, ტყუილი და სხვა... საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ ავადმყოფობის დიაგნოზი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს.
. |
ეგ პუნქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესია. სული, სული იხრწნება ალექს, გავზარმაცდით, გავბოროტდით, გავთვალმაქცდით, ვისწავლეთ ტყუილი, აფერისტობა, მზაკვრობა..... ვბლოყინსიტყვაობით ვერთობით და რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს თვალებს ვთხრით.
| Alex წერდა: |
6) ქართული ერის მდიდარი : ისტორიული, კულტურული, ეთნიკური საფუძვლები, საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ სწორი დიაგნოზის შენთხვევაში, სრულიად საქართველოს ძალუძს ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან.. |
აი სად გაიელვა ალექს იმედის ნაპერწკალმა! იმედია კიდევ ატარებს ქართველთა გენი ყველა იმ თვისებას, რომელიც გამოგვიყვანს კრიზისიდან.
| Alex წერდა: |
7) მე ვარ სრულიად საქართველო, შენ ხარ სრულიად საქართველო. ის არის სრულიად საქართველო. ჩვენ ვართ სრულიად საქართველო !
'' ღმერთი არს ჩვენთან ''. |
ამინ!
შეაგნებინებ ახლა შენ ხალხს ამას? როგორ, როგორ მოვიყვანოთ ზემოდ ჩამოთვლილი სისრულეში? |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
IndianaJ

გაწევრიანდა: 12 ივნ 2002 წერილი: 1813
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 11:57 წერილის სათაური: Re: '' საქართველოს პირველი პრობლემა-... '' |
|
|
| კოკროჭა წერდა: |
| Alex წერდა: |
3) პირველად საკუთარ თავს, ხოლო მერე ყველა ქართველს მოვუწოდებ - კრიტიკულად მივუდგეთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ, რომ არ ვიმსახურებთ ჩვენი შთამომავლობის პატივის ცემას.
. |
მდაა, ალექს აქაც მართალი ხარ, ჭეშმარიტებაა საკუთარ თავს კრიტიკულად მივუდგეთ, ნაკლოვანებები ვეძიოთ და აღმოვფხვრათ.
ძნელია, გვინდა ყველაფერი მამებს გადავაბრალოთ, მაგრამ ესეც ხომ შანსია დღეს ჩვენთვის, ა ბურთი და ა მოედანი. ვივარგებთ, დავატყობთ ჩვენს ნახელავს, ვერ ვივარგებთ და
შთამომავლობაც შესაბამის იარლიყს მოგვარტყამს.
. |
| კოკროჭა წერდა: |
შეაგნებინებ ახლა შენ ხალხს ამას? როგორ, როგორ მოვიყვანოთ ზემოდ ჩამოთვლილი სისრულეში? |
პირველ ამონარიდში ამბობ, კარგიაო თვითკრიტიკიდან დაწყება, ბოლოს კი მესამე პირში საუბრობ...
შეგნებული ყველას გვაქვს! შეგნება საქმეს არ შველის! ხელი როგორ, რა მიმართულებით გავანძრიოთ? - ესაა საკითხავი, მემგონი. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
vaso
გაწევრიანდა: 17 მარ 2003 წერილი: 5047
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 12:04 წერილის სათაური: |
|
|
ალექს,
გეთანხმები რომ დეღევანდელი საქართველო, დღევანდელი თაობები არ იმსახურებს პატივისცემას მომავალი თაობებისაგან. ბოლო დეკადის მანძილზე საქართველომ რაც ჩავარდნა და სირცხვილი გადაიტანა... და ეს ყველაფერი პირველ რიგში ქართველების გამო, მათი მენტალიტეტის გამო.
ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვაგინოთ გარეულ მტერს, და იმას ვერ ვხვდებით რომ მის საქციელს სწორედ ქართველების უნიათობა, ეროვნული ნიჰილიზმი და კორუმპირებულობა განაპირობებს. ყველგან, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლების სისტემასა თუ ჯარში ერთმანეთს ერწყმის სიმხდალე-ლაჩრობა, კორუფცია და ქუჩურ-ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი ანუ "გაგება". ქართველის ტვინი არაა მოწყობილი ისე რომ საქმე აკეთოს, იქნება ეს საკუთარი თავისა და ოჯახისათვის პატიოსანი შრომა თუ ქვეყნის სამხახური. არა: ქართვცელის ტვინი აწყობილია იმაზე თუ სახლში რა წაიღოს და ამისთვის არ ერიდება არც მოპარვას, არც ქრთამს და არც ძალადობას.
შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ რეალობაა რომ დღეს ქართველი ერი ცხოვრობს კორუფციით და ქრთამით. 8-10 წლის წინ კიდევ არ იყო ასე. ახლა უკვე მოსახლეობის ის ნაწილი რომელმაც უკიდურეს სიღატაკეს თავი დააღწია, ცხოვრობს ქრთამით და კორუფციით. ქართველისთვის კორუფცია და ქრთამი ცხოვრების წესია, ნორმალური მოვლენაა, ხოლო სამოქალაქო საზოგაროების წესით აზროვნიება და ცხოვრება რაღაც შორეული და შეუგუებელია.
ქართველის ხელით გაიყიდა ტერიტორიები, დაინგრა მრეწველობა, განადგურდა განათლების და ჯანდაცვის სისტემები, და ამ ყველაფერზე კორუმპირებული ქართველების ხროვებმა იშოვეს დიდი ფული. ახლა ვაბრალოთ ყველაფერი შიდა თუ გარეშე ბუას და ვთქვათ რომ ამ ბუას ბრალია ყველაფერი რაც გვემართება, მაგრამ არ არის ეს გამოსავალი და არც არაფერს გამოასწორებს. თუმცა პოლიტიკანებს აწყობთ ასეთი მიდგომა საკუთარი პოლიტიკური წარმატებისათვის და ისვრიან მესიჯებს რომ ხალხი და სოციალური სისტემა საქართველოსი თურმე ძალიან კარგია, მხოლოდ რამდენიმე მინისტრია დამნაშავე. რატომ ისვრიან ასეთ მესიჯებს? იმიტომ რომ ამ მინისტრებთან აქვთ პოლიტიკური დაპირისპირება. არადა რამდენი მინისტრი გამოიცვალა საქართველოში, უნახავს ვინმეს ერთი წესიერი და არაკორუმპირებული?
ეშველება რამე ამას? ძალიან ეჭვი მეპარება. ოღონდ ქართველების ერთი არცთუ მცირე ნაწილი თავს იტყუებს და იმშვიდებს რომ ყველაფერი გამოსწორდება. აბა რა ქნას, უნდა გაატაროს საქართველოში ცხოვრება და ძნელია იმ აზრთან შეგუება რომ მთელი ცხოვრება უნდა გაატარო ნეხვიან ქვეყანაში სადაც წესიერი ცხოვრება არ არსებობს.
ამიტომ ხდება ბევრის მიერ ღირებულებების გადაფასება, იქნება ეს კორუფციასთან მიმართებაში თუ აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში. ადამიანები თავს იტყუებენ, იმშვიდებენ და ერთმანეთს ამშვიდებენ რომ საქმე არც ისე ცუდადაა, რადგან კორუფცია არც ისე ცუდია, სხვა ქვეყნებშიც ყოფილა თურმე და აფხაზეთი ან ისედაც დაკარგულია ან ორსუბიექტიან კონფედერაციას თუ მივაღწიეთ ეს დიდი წარმატება იქნება. რატომ არ გამოვა ამაზე მეტი ხვდებიან, უკანალი არ აქვს ქართველობას და იმიტომ, მაგრამ ქართველს მაგას აფიქრებინებ შენ? რას ამბობ, ომები წავაგეთ, გავღატაკდით მაგრამ მაინც მაგრები ვართ, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ - ესაა რიგითი ქართველი ობივატელის მიდგომა. მეორე ნაწილს კი სულ ფეხებზე კიდია ყველაფერი. სულ არ ადარდებს მაგალითად თუ რა მდგომარეობაშია განათლების სისტემა (ან რატომ უნდა ადარდებდეს, დღეს საქართველოში განათლებას ისედაც არ აქვს ფასი), მხოლოდ ის ადარდებს სახლში რა შეიტანოს, თუნდაც ნაქრთამალი და მოპარული.
ამ ყველაფერს ემატება ქუჩისბიჭურ-ქურდული მენტალიტეტი ერთის მხრივ და სიმხდალე მეორეს მხრივ, რომ ხმა არ უნდა აიმაღლო, არ უნდა გააპროტესტო არაფერი და ძლიერს უნდა შეუძვრე, თორემ დამსახურებულს მიიღებ. ეს მენტალიტეტი კიდევ შეუძლებელს ხდის რაიმე რეალურ ცვლილებებს საზოგადოებაში.
ტერიტორიები დავკარგეთ, უწიგნური თაობები გვეზრდება, მექრთამეობით ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც კარგები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და კარგად გვესმის რომ ვიღაც ბუას ბრალია ყველაფერი რაც დაგვატყდა. ჩვენ? ჩვენ კი ვუფრთხილდებით და ვუვლით ჩვენს ქვეყანას, არაფერს ვპარავთ მას და დავუღალავად ვმუშაობთ მისთვის. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Fidel Castro
გაწევრიანდა: 18 აპრ 2003 წერილი: 7914
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 12:48 წერილის სათაური: |
|
|
ვასოს გამწარებულ ანალიზს ძირითადად ვეთანხმები. საქმე იმაშია, რომ ეს უბედურებებიც გვჭირს და ბუებიც არიან.
ასეთი მძიმე სიტუაციის ბრალია მახინჯი მენტალიტეტები. ერთ ახალგაზრდულ სუფრაზე გამიგია სადღეგრძელო "ძმებო, მგლები ვიყოთ..."
ეხლა ის ვთქვათ, არის თუ არა გამოსავალი?? ჩემის ზრით, მთავარი გამოსავალი იქნება ის, თუ საქართველოს სახელმწიფო დაუმიზნებს სკოლას და უმაღლეს განათლებას, როგორც ერის გამოჯანმრთელების ერთადერთ შშანსს. მასწავლებელი უნდა იყოს კომპეტენტური და ჰქონდეს დიდი ხელფასი. სკოლაში უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ სწავლა, არამედ აღზრდა. ბავშვს უნდა ჩააგონონ, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და არა თავისი მამის საძმოს კლანის წევრი.
უმაღლესი სასწავლებლების უდიდესი პრობლემაა უინტერესო სტუდენტობა. ჩემი ერთი მეგობარი დღეს "უცხო ენებში" ასწავლის. ის მიყვებოდა, რომ, ერთხელ, ნახევარი საათი უხსნიდა სტუდენტებს რაღაცას ფრანგულ ლიტერატურაზე. რომ შეწყვიტა თხრობა, ერთმა სტუდენტმა გოგომ ჰკითხა "ზაზა მასწ, თქვენ ცოლს რაქვიაა?".
რამდენი ჩხუბი და დაჭრა ხდება კვირაში უნივერსიტეტის ბაღში, საზოგადო მოღვაწეთა ძეგლების ქვეშ??
განათლება საჭიროებს სასწრაფო ძალათა ინვესტიციას (ამ სიტყვას მხოლოდ ფონანსური დატვირთვით არ ვხმარობ), რომ გზააბნეულ, ორიენტირდაკარგულ და მამაძაღლობაში ჩათრეულ ქართველს შეენაცვლოს მოაზროვნე ქართველი. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
Alex
გაწევრიანდა: 14 ივლ 2003 წერილი: 235 ადგილმდ.: NEDERLAND
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 13:15 წერილის სათაური: |
|
|
2) ''-...არ არსებობდა და არც არსებობს არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, თუ ფიგურა, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის ერის წინაშე. ასევე ვერ ვხედავ ძალის, რომელსაც მივანდობ საქართველოს მომავალს.''
6) ''ქართული ერის მდიდარი : ისტორიული, კულტურული, ეთნიკური საფუძვლები, საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ სწორი დიაგნოზის შენთხვევაში, სრულიად საქართველოს ძალუძს ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან.''
Indianaj კითხულობს, ''- ... შეგნებული ყველას გვაქვს! შეგნება საქმეს არ შველის! ხელი როგორ, რა მიმართულებით გავანძრიოთ? - ესაა საკითხავი, მემგონი ? ''
ჯერ-ჯერობით ეჭვი მეპარება, რომ ეს ყველას შეგნებული ჰქონდეს. ამისათვის მივმართავ სრულიად ''საფიხვნო''-ს ყველა წევრს, თუნდაც მოკლე შეტყობინების სახით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. '' -სწორი დიაგნოზის შემთხვევაში...'' - შემოგთავაზებთ ჩემისეულ სამომავლო მოქმედების გეგმას.
კოკროჭა კითხულობს: '' - ...მაგრამ , რა დარწმუნებულები ვართ ალექს რომ, შენდობის შემდეგ, ბატკნის სამოსში გადაცმულები კიდევ არ მოინდომებენ ხალხის გაცუცურაკებას და ამ ჭეშმარიტი საქმის ჩაფლავებას, რა ზომები უნდა მივიღოთ ამისათვის? ''
- კოკროჭ ზომები უკვე მიღებულია : '' -...არ არსებობდა და არც არსებობს არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, თუ ფიგურა, რომელსაც დანაშაული არ მიუძღვის ერის წინაშე. ასევე ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივანდობ საქართველოს მომავალს. ''
აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავალზე ამჯერად სიტყვა ეკუთვნის სრულიად საქართველოს. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
კოკროჭა
გაწევრიანდა: 14 ნოე 2002 წერილი: 1220 ადგილმდ.: თბილისი
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 13:56 წერილის სათაური: Re: '' საქართველოს პირველი პრობლემა-... '' |
|
|
[quote="IndianaJ] პირველ ამონარიდში ამბობ, კარგიაო თვითკრიტიკიდან დაწყება, ბოლოს კი მესამე პირში საუბრობ...
შეგნებული ყველას გვაქვს! შეგნება საქმეს არ შველის! ხელი როგორ, რა მიმართულებით გავანძრიოთ? - ესაა საკითხავი, მემგონი.[/quote]
IndianaJ, შენს რეპლიკაში გაღიზიანების ძაფი შეიმჩნევა. შეგნება თავი და თავია ჩემო IndianaJ. შენ რომ შეიგნე ეგ არ ნიშნავს, რომ უმრავლესობამაც შეიგნო. მიმართულებას კითხულობ? სიკეთის, სათნოების, ურთიერთსიყვარულის, შრომისმოყვარეობის, საღი აზროვნების, პატრიოტიზმის და მომავლის იმედის მიმართულებით. მთავარია შეგნება, ხოლო მერე ადამიანს ისღა დარჩენია, რომ მართებული მიმართულებით გაანძრიოს ხელი. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
IndianaJ

გაწევრიანდა: 12 ივნ 2002 წერილი: 1813
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 15:01 წერილის სათაური: Re: '' საქართველოს პირველი პრობლემა-... '' |
|
|
| კოკროჭა წერდა: |
| გაღიზიანების ძაფი. |
ახლავე გავწყვეტ!
| ამონარიდი: |
| მართებული მიმართულებით გაანძრიოს ხელი. |
მიმართულებაც ნათელია. მაგრამ ის სადაა, ილია რომ წერდა: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, ჩემო თერგო..."
მოქმედება. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
vaso
გაწევრიანდა: 17 მარ 2003 წერილი: 5047
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 16:34 წერილის სათაური: |
|
|
| Fidel Castro წერდა: |
| ბავშვს უნდა ჩააგონონ, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და არა თავისი მამის საძმოს კლანის წევრი. |
ეგ არის საჭირო სწორედ. ხალხს უნდა გააგებინონ როგორმე რომ საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტი კი არ არის, არამედ მოქმედების და აზროვნების გარკვეულ წესსაც მოითხოვს.
ბუები არიან, გეთანხმები ფიდელ. მაგრამ მათი არსებობა და მათი წარმატებული მოქმედება სწორედ საქართველოს უვარგისობითაა განპირობებული. ბუები ადრეც იყვნებ შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე იცი რას უშვებოდნენ მასეთ ბუებს? სამაგიეროდ მერე რომ დაჩაჩანაკდა საქართველო შადიმან ბარათშვილის მსგავსებმა ჩაიგდეს ხელში ქვეყნის სადავეები. ასე რომ ქვეყენამ ივარგოს და ბუებს მოევლებათ.
კოკროჭ და ალექს,
ვიზიარებ კოკროჭას შეშფოთებას რომ ბატკნის ტყავგადაცმულებმა მგლებმა ისევ არ მოატყუონ ქვეყანა. აგერ შევარდნაძე განა ასეთი მგელი არ იყო 1992 წელს? სულ იღიმებოდა და თავს გვაცოდებდა პარლამენტში რომ მეკამათებიან ნერვებს მიშლიანო. დღესაც ბევრია ასეთი ცხვრისტყავიანი მგელი, თავი რომ პროგრესულად მოაქვს და სინამდვილეში თავისი კარიერის მეტი არაფერი ადარდებს.
რა ზომები უნდა მივიღოთ? მე მგონი მარტივია: ხალხი არ უნდა ენდოს არავის:
ა) ვინც კორუმპირებულია
ბ) ვისაც აქამდე ებარა ქვეყნის სათავეები და არაფერი გააკეთა ქვეყნის წინ წასაყვანად
გ) ვინც მზად არის კარიერა გაიკეთოს უცხოელების შეძრომით და მათ დახმარებაზე დაყრდნობით
დ) ვინც ებრძვის ან ნიჰილისტურად არის განწყობილი მართლმადიდებლობისადმი ან სხვა ისტორიული ღირებულებებისადმი.
მაგრამ სანამ ქართველი ხალხი ამას მიხვდება ... |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
ML
გაწევრიანდა: 23 დეკ 2002 წერილი: 744
|
გამოგზავნილია: ხუთ ივლ 24, 2003 17:17 წერილის სათაური: |
|
|
| ამონარიდი: |
| ტერიტორიები დავკარგეთ, უწიგნური თაობები გვეზრდება, მექრთამეობით ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც კარგები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და კარგად გვესმის რომ ვიღაც ბუას ბრალია ყველაფერი რაც დაგვატყდა. ჩვენ? ჩვენ კი ვუფრთხილდებით და ვუვლით ჩვენს ქვეყანას, არაფერს ვპარავთ მას და დავუღალავად ვმუშაობთ მისთვის. |
ჩვენ ობოლი ერი ვართ...
--ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
--რაო, ბატონო მელაო?!
ასეა ჩვენი საქმე. მონადირეს ველით ხოლმე. მერე მონადირე მელად გადაიცქევა და ახალ მონადირეს ვიწერთ amazon.com-იდან. _________________ Victrix causa diis placuit sed victa Catoni. |
|
| დაბრუნება დასაწყისში |
|
 |
|
|
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
|
Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group
|