ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 
 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

'' საქართველოს პირველი პრობლემა-... ''
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
HANIBAL



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 14

წერილიგამოგზავნილია: სამ აგვ 05, 2003 12:24    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აპ, აპ, ზედმტების ლაპარაკს თავი დავანებოთ ივერიელო (ჯიგარო)!!! icon_exclaim.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ივერიელი



გაწევრიანდა: 11 მარ 2003
წერილი: 590
ადგილმდ.: შოტლანდია, გლაზგო

წერილიგამოგზავნილია: სამ აგვ 05, 2003 12:26    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Hanibal,

როდესაც ბაღანე გეუზრდელება ყველაზე მისაღები ხერხი მისი შეჩერების რომელია?
_________________
ღმერთი, მამული, მეფე
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
კოკროჭა



გაწევრიანდა: 14 ნოე 2002
წერილი: 1220
ადგილმდ.: თბილისი

წერილიგამოგზავნილია: სამ აგვ 05, 2003 13:05    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

მდაა, მძიმე სიტუაციაა ძალიან

გითხარი მე შენ "ვირტუალური ჩხუბის" გამართვის ხალისი არა მაქვსთქო.

vuhusi არ იყოს "პაჟიზნენი" იგნორი ჩემგან შენ!
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email MSN Messenger
ივერიელი



გაწევრიანდა: 11 მარ 2003
წერილი: 590
ადგილმდ.: შოტლანდია, გლაზგო

წერილიგამოგზავნილია: სამ აგვ 05, 2003 13:45    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აუჰ რავა გული დამწყდა, როგორ ვინერვიულე შენ რომ იცოდე, რა ჰქენი მაი, ტიტუუ ტიტუუ.

რავა სულ ჩხუბი გელანდება შენ, რა იყო ბავშვობისას გვერდებს ხომ არ გიბრტყელებდნენ გრძელი ენის გამო icon_lol.gif
_________________
ღმერთი, მამული, მეფე
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
კოკროჭა



გაწევრიანდა: 14 ნოე 2002
წერილი: 1220
ადგილმდ.: თბილისი

წერილიგამოგზავნილია: სამ აგვ 05, 2003 14:08    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

hanibal , icon_cool.gif

როგორ ჩაიარა საქართველოს პრეზენტაციამ?
დღეს რა სიურპრიზს მიმზადებ? icon_cool.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email MSN Messenger
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: ოთხ ოქტ 22, 2008 8:08    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

მოგესალმებით ბატონებო.

ხუთ წელიწადზე მეტი გავიდა.
გამახსენდა ეს თემა.
გადავწყვიტე თვალი გადამევლო იმისათვის,
რის გულისათვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს ზოგიერთმა
- ალბათ გაკეთებული არჩევანით კმაყოფილები არიან ამჟამად.

მე კი, სამწუხაროდ... ან საბედნიეროდ...
კვლავ იმაზე ვდგავარ რასაც ვამბობდი.
უფრო დამამწუხრებელი კი ისაა, რომ მაშინ ბევრი ჩემი ნათქვამი
დღეს რეალობად იქცა icon_sad.gif

***

ამონარიდი:
ვინც მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებში, იცოდეთ ერისა და საკუთარი თავის წინაშე იღებთ დიდ პასუხისმგებლობას, რამეთუ თქვენი არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, შენს, ჩემს, ჩვენი შვილების მომავალს.
გამოგზავნილია: ოთხ ივლ 30, 2003 19:35




Alex წერდა:
- ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მსურს კვლავ, პირადად მე და მთელი ერი გამოყენებული იქნას როგორც ბრმა იარაღი, მომავალ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, კერძოდ დანიშნულ არჩევნებში.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ჩაშლა გამოიწვევს, სულ მცირე, ქართველი ერის პოზიციის დაფიქსირებას არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ და სტიმულს მისცემს ეროვნული სულის გამოღვიძების დასაწყისს,
ხოლო არჩევნების ჩატარება გაამართლებს გამოთქმას ''რაც ხალხია, ის მთავრობაა. ''
ნებისმიერ შემთხვევაში, ძვირფასო თანაფორუმელებო მე მიმაჩნია , რომ თუნდაც ისეთი მცირე უფლება, როგორიცაა - ''ხმის მიცემა'' იმსახურებს მეტ პატივისცემას ჩვენგან.

ზემოთ აღნიშნულ პუნქტებში, ჩამოთვლილი იყო არჩევნებში არ მონაწილეობის არგუმენტები. გთხოვთ, არჩევნებში მონაწილეებმა ჩამოთვალოთ თქვენი არგუმენტები.

Alex წერდა:
საქართველო როგორც მსოფლიოს შემადგენელი ერთეული, მოქმედებას ახდენს და ასევე მასზეც მოქმედებს მის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიური სიტუაცია.
საქართველოს პრობლემები პირდაპირ კავშირშია, მის გეო-პოლიტიკურ მდებარეობასთან.

აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დაგეგმილი არჩევნების ჩატარების შედეგად გაუარესდება, ქვეყნის ისედაც მომაკვდავი ეკონომიკა. გამწვავდება დაპირისპირება ისეთ საკითხებში როგორიცაა: აფხაზეთი, სამაჩაბლო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და სხვა.
აღნიშნული პრობლემები წარმოადგენს რუსეთის მიერ ხელივნერად შექმნილ საგარეო პოლიტიკის ნაყოფს.

ამერიკის მიერ ''დასმული'' ხელისუფლება ვერ გამონახავს საქართველოსათვის აუცილებელ დიპლომატიურ ენას, მის ჩრდილო მეზობელთან.
გამძაფრდება დაპირისპირება და შეიქმნება რეალური კატასტროფის საშიშროება.

ქართველ ერს დღეს არ ძალუძს ომის წარმოება.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, დღითიდ-დღე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ბუშის ადმინისტრაციის მეორე ვადით არჩევის საკითხს, ამერიკის საგარეო პოლიტიკას არ მოაქვს სასურველი შედეგი.

დღეს, ხვალ და ზეგ საქართველო იქნება ამერიკის ''სამასოცდამეცამეტე'' პრობლემა, ხოლო აგრესიული -მეზობლისათვის - საგარეო პოლიტიკის მთავარი სტრატეგიული მიმართულება.( აქ არაა ლაპარაკი საქ-ოს მომავალ საგარეო პოლიტიკის კურსზე) ამის გარდა, გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ხალხის ეთნოწმინდა და გენოციდი.

ქვეყნის ვალი მიაღწევს კატასტროფიულ მაჩვენებელს.
რა პასუხს გავცემთ შვილებს, შვილიშვილებს.
ასიათასობით დევნილი და ლტოლვილი დარჩა მიუსაფარი და ხიზანი საკუთარ სამშობლოში. ხალხს წაერთვა რწმენა და იმედი მომავლისა. (ჩახედეთ ''საფიხვნო''-ში გამოქ. წერილებს)

დისკუსიის გასაგრძელებლად შემოგთავაზებთ ''მოქმედების გეგმის'' ერთ-ერთ სახეს, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან:
1) დაგეგმილი არჩევნების ჩაშლა.
2) ეროვნული ყრილობის ორგანიზაცია და ერთიანი ეროვნული კონფექციის შემუშავება.


Alex წერდა:
შენ თუ დამისახელებ, ვის აძლევ ხმას და დამისაბუთებ, რატომ აძლევ, რატომ უცხადებ ნდობას, მაშინ მე წყნარად ვიქნები. მაგრამ მე ვიცი, რომ შენ ხმის მიცემას აპირებ იმიტომ, რომ - უნდა მისცე.

შენ კითხულობ, თუ ყველა ცოდვილია, მაშ როგორ მოვიქცეთ?
ის ვენდოთ?
მე თუ ვამბობ დამნაშავე და ცოდვილი ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ მორჩა, გათავდა, ყველაფერს წერტილი დაესვა. როგორ გინდა ღმერთს პატიება თხოვო და ამავე დროს აცხადებდე: - მე მართალი, წმინდა ვარ. მხოლოდ მონანიებით ხსნილია გზა პატიებისაკენ. გზა ღმერთისაკენ.
'' ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.''
ვაღიაროთ, რომ ყველანი დამნაშავენი ვართ: ღმერთის, საქართველოს, საკუთარი თავის წინაშე.
'' დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მოუტევე.''
ანას ნიშნავდა, ჩემი სიტყვები: ''- მხოლოდ სწორი დიაგნოზის შემთხვევაში, სწორედ მონანიების შემთხვევაში, ჩვენ მივუტევებთ. არ გეგონოს მონანიება ადვილი, ხომ ხედავ ''საფიხვნო''-ში გაუჭირდა ბევრს და გარეთ, აბა რა მოგახსენო.

რაც შეეხება ეროვნული ყრილობის ორგანიზაციის დეტალებს, დაფინანსების წყაროებს და სხვას... ამის თაობაზე ჩვენ შევაჩერეთ მსჯელობა. დამიჯერე მე უყოპისტი არ ვყოფილვარ და არც იდეალისტი. ვცდილობ ვიყო რეალისტი, ამიტომ ჯობდა ჯერ შემომეთავაზებინა და მერე გაგეკრიტიკებინეთ. ისე კი გეტყვი, როცა ვამბობდი ''სრულიად საქართველოს'' მე ვგულისხმობდი პიროვნებებს და არა პარტ. ნომენკლატურას, ''ჯოგურმა'' აზროვნებან დაგვღუპა. მე აქცენთს ვაკეთებ პიროვნებასა და მის პრიფესიონალიზმზე. ცოდნაზე და არა რომელიღაც პარტიულ პრინციპებზე. დიახ! არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, თუ პოლიტიკურ ფიგურას არ მივანდობ საქართველოს ბედს. დაივიწყონ პარტიები და წარმოადგინონ, არა პარტიის პლატფორმა, არამედ თავიანთი, საკუთარი. თუ გაეცანი ერთ-ერთ ჩემს წერილს,( თემა ''ბასტილიის აღება 2003- ახალი ეტაპის დას.'' მე-3-ე, მე-4-ე გვერდი) ლაპარაკი ეხებოდა ეროვნული ყრილობის ორგანიზაციის საკითხებს 1995 წელში. მაშინ თავჯდომარის გარდა კიდევ ექვსი ქართველი აკადემიკოსი იღებდა მონაწილეობას საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში. პროფესორ-დოცენტებს ვინ მოსთვლიდა, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ნასწავლ ხალხს დასთმობოდა საჭე.

Alex წერდა:
არჩევნების ჩაშლა არ ნიშნავს, მის საერთოდ არ ჩატარებას. საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს, ერის ნების გამომხატველ ორგანოს. სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, ეროვნული კონფექციის შემუშავება. სწორედ ეროვნულმა ყრილობამ უნდა წარმოადგინოს, დღეს არსებული პოლიტიკური ძალებისაგან განსხვავებული, ალტერნატიული დასაყრდენი, რათა საშუალება მიეცეს საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ რეალური არჩევანი და არა ისე, როგორც ეხლა ხდება. ვის ირჩევ? რატომ ირჩევ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას? არც ხალხი, არც მომავალი მთავრობა. გვეყო ამდაგვარი მიდგომა. ბოლოს და ბოლოს შეიცოდეთ საქართველო. ქართველი ერი დღეს მზად არაა, ჭეშმარიტი ნების გამოსახატავად. - ეს სიმართლეა! ჩახედეთ უახლოეს ისტორიას, ამგვარად ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული დღევანდელობის მძიმე სურათი სახეზეა. საგანგაშოა, რომ უკუსვლის პროცესმა ქრონიკული ფორმა მიიღო. დროა წერტილი დაესვას ''გახრწნის'' პროცესს. არჩევნები წარმოადგენს ერთად- ერთ კავშირს პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის. მხოლოდ ამ პერიოდში ეძლევა ხალხს, რეალურად მოქმედების შანსი. არჩევნებს მერე, დროებით გადებული ხიდი ყოველთვის იწვება.ხალხი ხდება- მასა, ხოლო სახელმწიფოს ნება-სურვილს გამოხატავს არჩეული პარტიები და ფიგურები. ცუდია როცა ადამიანს არჩევანი არა აქვს, დღეს ქართველს ჯერ კიდევ აქვს ამის საშუალება. ხვალ ეგეც აღარ ექნება.

_________________
a-f-b20.jpg(31,8kb)
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
jordano
გამგე


გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ოთხ ოქტ 22, 2008 9:38    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჰყავდა
1. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება (მგონი გამსახურდიას ყველაზე უფრო დიდ მოძულეებსაც არ შეაქვთ ეჭვი იმაში რომ ის ხალხმა მართლა აირჩია)

2. ჩრდილოეთის მარიონეტი ხელისუფლება

3. ”ამერიკელების დასმული” (არ მოვყვები იმის გარჩევას, რამდენი პროცენტი სად მიიღო სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ. ამ კონტექსტში ეს უმნიშვნელოა) ხელისუფლება

ისტორია აჩვენებს რომ სამივე მათგანს პრობლემა ჰქონდა ჩრდილოეთთან. თვით ედიკაც კი, რომელიც რუსეთის თამაშის მოთამაშედ განიხილება, ვერ იყო გამართულად. ხან ვუდროფი დაბრიდეს, ხან ეღორა და კვირაია დაანიშნინეს მინისტრებად (და ვარდიკო კიდევ), ხან პანკისი უბომბეს. როგორც კი თავისი ჭკუით მოინდომებდა გაფართხალებას, ეგრევე წამოარტყამდნენ ხოლმე. ჰოდა აიღო მერე იმ ჩათ...მა და მოიწვია ამერიკელი ინსტრუქტორები. მერე კი ვიცით.

რუსეთისთვის მისაღებია ერთადერთი ხელისუფლება საქართველოში - რუსი გენერალ-გუბერნატორი და დროა შევეგუოთ ამ აზრს. ჩვენ რაც არ უნდა ხელისუფლება ავირჩიოთ, როგორც კი ოდნავ მაინც ვიტყვით უარს რუსის დაკრულზე ცეკვაზე - მაშინვე ეცდებიან წარმორტყმას. სულ იგორ გიორგაძეც რომ იყოს ხელისუფლებაში.
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
AMSTER



გაწევრიანდა: 07 ივლ 2005
წერილი: 469

წერილიგამოგზავნილია: ოთხ ოქტ 22, 2008 15:22    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

(ვიყენებ მეორე ნიკს. რადგან ერთი და იგივეა. თუ საჭიროა ერთ ერთი გამიუქმეთ. ეს ძველი ნიკი მხოლოდ ამ თემისათვის გავხსენი)



ბუნებაში არსებობს გაცილებით მეტი ფერი, ვიდრე მარტო შავი და თეთრი.
ამონარიდი:
რუსეთისთვის მისაღებია ერთადერთი ხელისუფლება
საქართველოში - რუსი გენერალ-გუბერნატორი

მათ არც რუსი გენერალ-გუბერნატორი სჭირდებათ და არც გაუწონასწორებელი, მომიტინგე ოპორტუნისტი პოლიტიკოსი, რომელიც ხან ფაშიზმს ადარებს მათ და ხან ჯაშუშთა გადაცემის საზეიმო ცერემონიებს აწყობს...

ნუ უარყობთ, რომ მიშას ტონი, ცინიზმი, ზიზღი.. და მსგავსი ათასი...
ძალიან ხშირად ზღვარს ცდებოდა.
სრულებით უადგილო დროს! უადგილო ადგილას! და უადგილო პირობებში!

თუმცა მე არც მიშას გამტყუნებას ვაპირებ და არც სხვის...

ამ თემაშაში მე დავასახელე საქართველოს პირველი მტერი!
და დავასახელე ყველა დამნაშავე


არა! - მპასუხობთ - რუსეთია ! ამერიკაა! ჩინეთია!... ქართველის მტერი.
გააგრძელეთ ბატონებო გააგრძელეთ. ოღონდ, თუნდაც ერთხელ, ერთი წამით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - იქნებ რაღაც მეშლება?!

''ხე ნაყოფით შეიცნობა''





jordano წერდა:
1. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება (მგონი გამსახურდიას ყველაზე უფრო დიდ მოძულეებსაც არ შეაქვთ ეჭვი იმაში რომ ის ხალხმა მართლა აირჩია)

ხალხის მიერ?
თუ კომუნისტურ გიპნოზიდან გამომავალმა ჩვილმა, რომელიც ყველაფერს ვარდისფრად ხედავდა და რომელსაც არასდროს არ აურჩევია არავინ.

სხვათაშორის ზვიადი კარგად იყო ელცინთან.
კარვის ქალაქში რუსეთის მხარდამჭერი მიტინგებიც იმართებოდა.
... მაგრამ (რატომღაც) მოხდა ისე, რომ როდესაც ბორია ძია მოსკოვში ტანკზე იდგა,
ზვიადი თბილისში მისი მოწინააღმდეგის დირექტივებს ასრულებდა.
მაშინ გაიყო მათი გზა.
ვინ იზარალა?
ქართველმა.

ამონარიდი:
2. ჩრდილოეთის მარიონეტი ხელისუფლება

ეგ რომელი, მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბების იდეით რომ გამოვიდა წინა კვირას?
როგორ გგონიათ, რატომ ხელს ვერ ახლებს (ვერასდროს) მიშა ამ ე.წ. ''ჩრ. მარიონეტს''?

ნუ ვივიწყებთ ბატონებო ისტორიას!
ვინ თქვა უარი გრაჩოვის შემოთავაზებაზე აფხაზეთში?
ვისი მიზეზით დავკარგეთ სოხუმი?
და სხვა... ძალიან გამიგრძელდება


ამონარიდი:
3. ”ამერიკელების დასმული” (არ მოვყვები იმის გარჩევას, რამდენი პროცენტი სად მიიღო სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ. ამ კონტექსტში ეს უმნიშვნელოა) ხელისუფლება

ხოდა მაგიტომ მოვუწოდებდი ხუთი წლის წინ არჩევნების არ დაშვებას რაც დამღუპველი იქნებოდა.

რატომ?

ყველაფერზე ითქვა ამ თემაში ხუთი წლის წინ.

ჩვენ პოზიციებში არაფერი შეცვლილა (სამწუხაროდ)

რეალში კი ბევრი რამ შეიცვალა (სამწუხაროდ)
_________________
The God became the person, that the person became the god
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
კოკროჭა



გაწევრიანდა: 14 ნოე 2002
წერილი: 1220
ადგილმდ.: თბილისი

წერილიგამოგზავნილია: ორშ თებ 08, 2010 17:40    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აუ რა გვიწერია icon_biggrin.gif
_________________
"Die Freiheit des Menschen ist von einer heiligen Ehrfrucht begleitet, von einer Art Ahnung, dass nicht alles erlaubt ist."
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email MSN Messenger
jordano
გამგე


გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 09, 2010 7:24    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ახალგაზრდები და გულფიცხები ვიყავით და არ გვეზარებოდა gagria.gif
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
გვერდი ნომერი 10(სულ - 10)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას


Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!