ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

მესაჭიროება რეკომენდაცია
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პროგრამირება
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
chqareuli

გაწევრიანდა: 22 ოქტ 2009
წერილი: 4
ადგილმდ.: მთა

წერილიგამოგზავნილია: ხუთ თებ 04, 2010 6:20    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

jordano წერდა:
მეეჭვება, ვინმეს ჰქონდეს ნამუშევარი. და კითხვა უფრო დეტალურად რაში მდგომარეობს?

Active Directory-ის სამართავი პროგრამაა, და მაინტერესებს რომელ ბიბლიოთეკას იყენებს java Active Directory-ის???
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
jordano
გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ოთხ თებ 10, 2010 17:24    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Active Directory–სთან სამუშაოდ Java–ს ბიბლიოთეკები არ სჭირდება

AD–ს აქვს LDAP ინტერფეისი და პირდაპირ მაგით ხდება მუშაობა. მე ბლომად კოდი მაქვს ნაწერი მაგისთვის. თან არამარტო პაროლის შემოწმებისთვის, არამედ ხშირად უფლებების გაწერისთვის. ძალიან მარტივია. ვინმეს რამე უფლება უნდა პროგრამაში? მიმართავს მხარდაჭერის სამსახურს, ჩასვამენ შესაბამის ჯგუფში სტანდარტული საშუალებებით და ჰაიდა.

გუგლში ტონობით მასალა მოიპოვება მაგ მიმართულებით. უბრალოდ ის უნდა დაამუღამო, LDAP Query როგორ უნდა დაწერო და ზოგადად LDAP–ის სტრუქტურა როგორია.

http://java.sun.com/products/jndi/tutorial/ldap/index.html შეგიძლია ამით დაიწყო

მე თვითონ ამას ვიყენებ სამუშაოდ და LDAP Query–ებზე სავარჯიშოდ: http://jxplorer.org
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
Alecoder

გაწევრიანდა: 21 აპრ 2009
წერილი: 26
ადგილმდ.: Georgia, Tbilisi

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 23, 2010 15:51    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აქა მშვიდობა.
ესეიგი ჩემი ნელი სვლით და დიდი ინტერესით მივყვები ჩემს უკვე საყვარელ ჯავა 2 - ის წიგნს. მივედი როგორც იქნა მემკვიდრეობის უშუალო განხილვაზე სადაც ერთმა მეტად საინტერესო მასალამ მიიპყრო ჩემი ყურადღება ესაა super - ი.

რამდენადაც ცნობილია მემკვიდრე კლასს შეუძლია აიღოს მშობელი კლასიდან ყველა წევრი წვლადი და წევრი მეთოდი. თუმცა არის შეზღუდვაც. ანუ ის რომ, თუ მშობელი კლასის რომელიმე წევრს აქვს განსაზღვრული private ამ შემთხვევაში პირდაპირი წვდომა ქვეკლასიდან ამ ცვლადთან არ გაგვაჩნია.

შესაბამისად ჯავა როგორც სამეფო პროგრამირების ენა, რა სამეფო ენა იქნება თუ იმ პრობლემას ვერ გაუმკლავდა რომელსაც ქვე კლასიდან მშობელი კლასის პრივატ ტიპის ელემენტთან წვდომა ვერ შეძლო.

რამდენადაც გავიგე ფუნქცია super გვაძლევს საშუალებას, ქვე კლასიდან კონსტრუქტორის დახამრებით მივწვდეთ მთავარი კლასის private ტიპის ცვლადს და მოვახდინოთ გარკვეული ზემოქმედებაც.

ანუ ქვეკლასის კონსრუქტორში განსაზღვრული super - იძახებს მთავარი კლასის კონსტრუქტორს პარამეტრების რაოდენობის შესაბამისობით და ნაცვლად მთავარი კლასის კონსტრუქტორის პარამეტრებისა აწვდის ქვე კლასის კონსრუქტორში გადაცემულ პარამეტრებს. რაც საბოლოოდ იგივეს გავს როცა კლასსში ავღწერთ პრივატ ტიპის ელემენტებს და მასთან ფუნქციის საშუალებით ვურთიერთობთ.

ნუ ეს პირველი მიდგომაა ამ ფუნქციის. არის კიდევ მეორე მიდგომაც თუმცა აღარ ჩამოუვლი ეხლა icon_biggrin.gif

აბა რამდენად სწორად ვიბაასე? icon_biggrin.gif
არა უბრალოდ რაც დრო გადის უფრო მიყვარდება ეს ენა და დღეს ემოციები ვეღარ დავძლიე თან შეგეხმიანეთ icon_biggrin.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
DaTval

გაწევრიანდა: 08 ოქტ 2009
წერილი: 503

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 23, 2010 21:58    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Alecoder წერდა:

ხოოო... კარგად არ დავკვირებივარ, მაგრამ სწორს გავს.
ისე კი ნებისმიერი კლასის პრაივიტ ელემენტებს რომ მიმართო სეტერი და გეთერი გჭირდება. თუ კონსტრუქტორით გააკეთებ ამას განსხვავება არ იქნება. კონსტრუქტორი წევრი მეთოდია და შესაბამისად პრაივიტებზეც აქვს წვდომა...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
jordano
გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ოთხ თებ 24, 2010 4:29    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

მოკლედ რა, ეგ ჯავა 2–ის წიგნები ყველა უნდა დაწვა კაცმა icon_smile.gif

მაგაში არაა საქმე სინამდვილეში. super–ს აქვს 2–მაგი დანიშნულება:

1. მშობელი კლასის წევრებზე წვდომა. აქ private–სთან წვდომა შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ private მოდიფიკატორია ბოროტი და შვილებს კანფეტს უმალავს. კანფეტს კი არა, კლასის წევრებს icon_smile.gif

2. როდესაც შვილი კლასის ობიექტი იქმნება, მისი კონსტრუქტორიდან (რომელიც ცხადად შეიძლება არ არსებობდეს მაგრამ არაცხადად ყოველთვის არსებობს) აუცილებლად იძახება მშობელი კლასის კონსტრუქტორი. არაცხადად. ანუ არსად წერია რომ აბა მშობელი კლასის კონსტრუქტორი გამოიძახეო მაგრამ იძახება თავისით. ჰოდა თუ მშობელ კლასს ბევრი კონსტრუქტორი აქვს, super–ით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი მათგანი გამოიძახოს.

ახლა რა შუაშია #2–თან private წევრები? იმ შუაშია რომ მთელი ამ "ვალაკიტის" დანიშნულება მომდინარეობს მშობელი კლასის private ველებისთვის საწყისი მნიშვნელობების მინიჭების აუცილებლობიდან – ამაზე სასიცოცხლოდ შეიძლება იყოს დამოკიდებული მშობელი კლასიდან მემკვიდრეობით მიღებული მეთოდების კორექტულად მუშაობა. რადგანაც შვილი კლასი ზოგადად ვერ ხედავს მშობლის private ველებს, ამიტომ მისი კონსტრუქტორი ამ ველების ინიციალიზაციას (საწყისი მნიშვნელობების მინიჭებას) ვერ მოახდენს. ჰოდა იმის მაგივრად რომ აკრძალული მეთოდებით მიიღოს private ველებზე წვდომა, უბრალოდ ისეთ რამეს იძახებს, რაც მის მაგივრად მოახდენს ინიციალიზაციას. ანუ მშობელი კლასის კონსტრუქტორს.

რაც შეეხება private ველებზე წვდომას, მაგის საშუალება არსებობს Java Reflection API–თი, მაგრამ ეგ ნაადრევია ამ ეტაპზე icon_smile.gif
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
chqareuli

გაწევრიანდა: 22 ოქტ 2009
წერილი: 4
ადგილმდ.: მთა

წერილიგამოგზავნილია: ოთხ თებ 24, 2010 6:55    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

გამარჯობათ. პროგრამას ვწერ jsp-ზე, სერვერად მაქვს დაყენებული Jboss და apache-ant-ი, და შემდეგ ვქმნი war-ფაილებს რომელიც არის jsp-ი ფაილების კრებული, ამ war-ს უშვებ ბრაუზერით და ჩვეულებრივ მუშაობს.

აუცილებელია თუ არა ear- ფაილების არსებობაც???

და მაინტერესებს სწორი მიმართულებით მივდივარ თუ არააა (პროგრამას დაახლოებით მინიმუმ 10000-ი მომხმერებელი ეყოლება ყოველ დღე )???
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
jordano
გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ოთხ თებ 24, 2010 9:59    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ear კარგია თუკი პროგრამა შედგება ბევრი ნაწილისაგან. მე ძირითადად ear–ებს ვაკეთებ რადგანაც მაქვს არამარტო war–ები, არამედ EJB მოდულები ცალკე jar–ებში და დამხმარე jar–ების ნაწილი საერთოა ყველა მოდულისთვის.

თუკი მარტო ვებ–აპლიკაციას წერ და მეტს არაფერს, war სრულიად საკმარისია.

ისე, "შიშველ" JSP–ზე წერა ვერაა კარგი გადაწყვეტა. მაგას ჯობია გამოიყენო JSP Model 2. აქ კარგადაა ახსნილი: http://www.javaworld.com/javaworld/jw-12-1999/jw-12-ssj-jspmvc.html

კიდევ უკეთესი ვარიანტებიც არის მაგრამ რახან JSP–ზე წერ, მიგრაცია Model 2–ზე უფრო უმტკივნეულო იქნება.
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
Alecoder

გაწევრიანდა: 21 აპრ 2009
წერილი: 26
ადგილმდ.: Georgia, Tbilisi

წერილიგამოგზავნილია: ოთხ თებ 24, 2010 11:16    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

jordano
მეც ეგ არ ვთქვი კაცო ? icon_biggrin.gif icon_biggrin.gif icon_biggrin.gif უბრალოდ, პირდაპირი გაგებით წვდომა არ აქვს რა თქმა უნდა. წვდომა აქვს ისევე მთავარი კლასის კონსტრუქტორის მეშვეობით რომელსაც აწვდის პარამეტრებს და მთავარ კლასსში განსაზღვრული კონსტრუქტორი ახდესნ ამ ცვლადების ინიციალიზაციას.

ანუ ცალსახად მაინც გამოდის რომ წვდომა აქვს პრივატ რიპის ელემენტებთან თუმცა არა პირდაპირი გაგებით.

რაც შეეხება 2.0 ვერსიას, ავად თუ კარგად მაქვს და უნდა წავიკითხო ბოლომდე. ხოლო შემდეგ იდეაში მაქვს რომ, ვიყიდო ინგლისურენოვანი წიგნი ჯავას უახლესი ვერსიის და ნუ იმით შესაბამისად განვამტკიცებ ცოდნასაც და აღმოვფხვრი ძველებურ მიდგომებს.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
chqareuli

გაწევრიანდა: 22 ოქტ 2009
წერილი: 4
ადგილმდ.: მთა

წერილიგამოგზავნილია: ხუთ თებ 25, 2010 13:37    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

jordano წერდა:
ear კარგია თუკი პროგრამა შედგება ბევრი ნაწილისაგან. მე ძირითადად ear–ებს ვაკეთებ რადგანაც მაქვს არამარტო war–ები, არამედ EJB მოდულები ცალკე jar–ებში და დამხმარე jar–ების ნაწილი საერთოა ყველა მოდულისთვის.

თუკი მარტო ვებ–აპლიკაციას წერ და მეტს არაფერს, war სრულიად საკმარისია.

ისე, "შიშველ" JSP–ზე წერა ვერაა კარგი გადაწყვეტა. მაგას ჯობია გამოიყენო JSP Model 2. აქ კარგადაა ახსნილი: http://www.javaworld.com/javaworld/jw-12-1999/jw-12-ssj-jspmvc.html

კიდევ უკეთესი ვარიანტებიც არის მაგრამ რახან JSP–ზე წერ, მიგრაცია Model 2–ზე უფრო უმტკივნეულო იქნება.

თუ უკეთესი ვარიანტები იცით იქნებ მირჩიოთ???
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
jordano
გამგე

გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22393
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ხუთ თებ 25, 2010 19:49    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

საერთოდ, ითვლება რომ Java–ზე ვებ–ინტერფეისის ასაწყობად უნდა გამოიყენო JSF (Java Server Faces).

მას აქვს უპირატესობებიც და ნაკლოვანებებიც. ძირითადი ნაკლოვანება ისაა რომ ინტერფეისის ნაწილი იწერება JSP–ზე, არა HTML–ტეგებით არამედ რაღაც მიმსგავსებულით. რაც ნიშნავს რომ რიგით ვებ–დიზაინერს, რომელმაც კარგად იცის HTML, კეფაზე იღუნავს CSS–ს და ა.შ. პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ. <f:commandButton> –ს რომ დაინახავს, ინსულტი დაემართება უეჭველად icon_smile.gif

არსებობს Tapestry, http://tapestry.apache.org/ რომლის მთელი იდეა ის იყო თავიდანვე რომ ვებ–დიზაინერი აკეთებდა HTML–ს და ამას ისე აბამდი შენს ჯავა–აპლიკაციას რომ მის ნახელავს არ ეხებოდი. თუმცა ამ საწყისი იდეიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა ესეც JSF_ის მსგავს რამეს ჩალიჩობს ხოლმე ალაგ–ალაგ.

არსებობს ძველი, ბებერი, კბილებჩაფცქვნილი Struts, http://struts.apache.org რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჯერაც არ მოკვდა მე მგონი icon_smile.gif

რავი, ათასი რამე არსებობს. ყველაზე "ალესილი" ალბათ მაინც JSF–ია იმის გამო რომ Sun, Oracle და მსგავსი როჟები ყველანაირად ქაჩავდნენ.
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა Yahoo Messenger MSN Messenger
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პროგრამირება ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
გვერდი ნომერი 8(სულ - 8)

აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას

Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!